ტრენინგები “განათლება უკეთესი მომავლისთვის” ქალაქ რუსთავში

დამატების თარიღი: 06 May 2016 / 15:41

2016 წლის 5 მაისს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩაატარა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის – ,, განათლება უკეთესი მომავლისთვის’’ . შეხვედრას ეწრებოდნენ რუსთავის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები. ტრენინგის მთავარი თემები იყო სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების როლი უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
ტრენინგის ერთი ნაწილი დაეთმო ნიგერიელი სტუდენტის პრეზენტაციას თავისი ქვეყნის კულტურის, ტრადიციის, ისტორიის შესახებ, რამაც ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და საინტერესო დისკუსია წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, როგორიცაა Erasmus + ; EVS. ტრენინგი ინტერაქციული ხასიათის იყო საინტერესო და სახალისო დავალებებით.
ცენტრი მადლობას უხდის რუსთავის ახალგაზრდული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს , ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გაწეული დახმარებისთვის და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace