ტრენინგი ხაშურში – “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”

დამატების თარიღი: 03 November 2019 / 19:25

2 ნოემბერს ხაშურში ჩვენი გრძელვადიანი პროექტის, “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის დასკვნითი ტრენინგი ჩავატარეთ.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს 14-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა, რომელიც მოიცავდა სამ ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებს, როგორებიცაა – ოჯახში ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები.

შეხვედრას უძღვებოდნენ Caynex-ის ორგანიზაციის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და ჰოლანდიელი EVS მოხალისე.

ვორქშოფის მთავარი მისია გახლდათ:
• ახალგაზრდების მოტივირება და ჩართვა აქტუალურ თემებში
• ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ
• არაფორმალური საგანმანათლებლო ხერხების გამოყენებით ახალგაზრდების გაძლიერება.

ტრენინგი დავიწყეთ ორგანიზაცია Respect Education Foundation და #WeekOfRespect-ის პრეზენტაციით და სოციალურ-ემოციური განათლების მეთოდოლოგიების განხილვით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ემპათიას და როგორ გვეხმარება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის ჰოლანდიელმა მოხალისემ სახალისო ინტელექტუალური თამაშით მონაწილეებს ჩაუტარა პრეზენტაცია კულტურული განსხვავებების და სტერეოტიპების შესახებ.

ღონისძიების შემდეგ ნაწილში განვიხილეთ გენდერული სტერეოტიპები, განსხვავებები და სტიგმები. ასევე ახალგაზრდებმა ისაუბრეს საქართველოში და მსოფლიოში არსებულ დისკრიმინაციულ შეხედულებებზე, გენდერული როლების თვალსაზრისით. ვორქშოფის პირველი ეტაპის განმავლობაში ჩატარებულმა აქტივობა-თამაშებმა კი ხელი შეუწყო თინეიჯერების კრიტიკული, კრეატიული და ფართო აზროვნების გაღვივებას. ასევე დაეხმარა საზოგადოებაში არსებული რეალური სურათის, გენდერული უთანასწორობის ნათლად დანახვასა და პრობლემების გაანალიზებაში.

ჩატარებული ღონისძიების მეორე ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ისაუბრა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული დისკრიმინაციული ან პრობლემური საკითხების მოგვარებისას.

პროექტის განმავლობაში გაწეულმა არაფორმალურმა აქტივობებმა და დისკუსიამ დამსწრეებს საშუალება მისცა, ეპოვათ პრობლემების გაჭრის გზები, გამოეთქვათ საკუთარი იდეები და აზრები გენდერული დისკრიმინაციისა და სხვა ადამიანური უფლებების შეზღუდვის, აღკვეთისა და შემცირების შესახებ. განხორციელებულმა სიტუაციურმა ანალიზმა კი ახალგაზრდებს უჩვენა გზა, თითოეული საქმისა თუ ქეისის, ინდივიდუალური მოგვარებისა და მიდგომის მნიშნველობაზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace