Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში, ბაკურიანში წარმატებით განხორციელდა ტრენინგ კურსი – “Sustainable Economy for Environmental change ” – 7 ივნისიდან 15 ივნისამდე
პროექტის მიზნები იყო
მონაწილეებისთვის ცნობიერების გაზრდა გარემოსდაცვით თემატიკასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
საერთო გარემოსდაცვითი გეგმის შექმნა , რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობას და შექმნის მწვანე მომავალს
გარემოსდაცვის და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება სხადასხვა ჩართული მხარეებისთვის, ონლაინ პოსტების, პუბლიკაციების და რეკომენდაციების გზით.
ნეთვორქინგის ჩამოყალიბება და გაძლიერება ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვისა და ინდივიდებისთვის, რომლეთაც სურთ სამომავლო თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში.
პროექტი დატვირთული იყო სხვადასხვა ვორქშოპებით, ჯგუფური სამუშაოებით, ტრენინგებით და აქტივობებით, რაც ახალგაზრდებს ეხმარება სწრაფად გაიგონ და შეისწავლონ გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული არსებული რეალობა, გამოწვევები და ახალი სწავლების მეთოდოლოგიები.
პროექტი განხორციელდა ხორციელდება Let’s do it საქართველოს და Jugendliche fûr Kulter გერმანიის, ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტი ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.