შეხვედრები სამინისტროში და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

დამატების თარიღი: 26 May 2016 / 15:06

“მასტერფისის საერთაშორისო ბანაკი 2016”-ის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვივნენ. შეხვედრები გაიმართა სპორტის მინისტრის მოადგილესთან, რევაზ ჯაველიძესთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეკონომიკის საკითხებში, მაია მელიქიძესთან.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ “მასტერფისის” წარმომადგენლებთან მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდობის აქტიურობის საჭიროებას გაუსვა ხაზი. “მასტერფისის საერთაშორისო ბანაკი 2016”-ის მონაწილეებმა სამინისტროში არსებული მუზეუმიც დაათვალიერეს და მცირე ექსკურსი მიიღეს საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენების შესახებ.
პრეზიდენტის მრჩეველი “მასტერფისელებს” საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა, რაც ქვეყანაში აქტუალურა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. მათ შორის საქართველო-სომხეთი, საქართველო-რუსეთის და სხვა ქვეყნების ურთიერთობებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციელბზე.
მასტერფისის საერთაშორისო ბანაკი 2016″-ის ორგანიზატორები არიან “კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” და “მასტერფის საქართველო”. ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace