ACT! – ვიზიტი ბოსნიაში

დამატების თარიღი: 08 July 2019 / 13:20

2019 წლის 26-30 ივნისს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ და „მასტერფის საქართველოს“ დელეგაცია დაესწრო პროექტ „Creative Twinning – ACT!” – ის საერთაშორისო შეკრებას ბოსნიაში, ქალაქ მოსტარში. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ნიდერლანდებიდან, საქართველოდან, ალბანეთიდან, ბოსნიიდან და მაროკოდან.
ვიზიტი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებიც როგორებიცაა: კონფერენცია „Great Minds Meeting”, თემატიკა მოიცავდა როგორც მოწვეული სტუმრების სიტყვით გამოსვლებს, აგრეთვე ინტერაქციულ ჯგუფურ სამუშაოებს ლიდერობაზე, სოციალურ მეწარმეობაზე, კავშირების გაღრმავებაზე, მუსიკის როლზე მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბებაში, ტექნოლოგიები და ინოვაციები. ღონისძიების მეორე ნახევარში ბოსნიელმა ახალგაზრდებმა იცეკვეს ტრადიციული ცეკვები და შეასრულეს მუსიკალური ნაწარმეობები სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
ვიზიტის დროს ბოსნიელმა, ალბანელმა და ჰოლანდიელმა მუსიკოსებმა შეასრულეს სიმღერა „Wildfire” და გადაიღეს მუსიკალური ვიდეო ამავე თემატიკაზე ბოსნია ჰერცოგოვინასა და ალბანეთში. აღნიშნული სიმღერა არის ერთობლივი შემოქმედება ყველა პარტნიორი ორგანიზაციის მუსიკოსების, რომლებიც ამავდროულად საბოლოო ვერსიას ერთობლივად შეასრულებელ 2020 წლის მაისში ამსტერდამში.
მუსიკალური მიმართულების ფარგლებში, ჰოლანდიელი მუსიკოსები ეწვევიან საქართველოს 2019 წლის ოქტომბერში, სადაც ქართველ შემსრულებელთან ერთად ჩაწერენ სიმღერის ქართულ-ინგლისურ შერეულ ვერსიას და გადაიღებენ მუსიკალურ ვიდეოს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace