“Digital Storytelling” ვორქშოფი გორში

დამატების თარიღი: 05 April 2019 / 16:46

Digital Storytelling-ის მეორე ვორქშოფი 4 აპრილს გორში ჩავატარეთ.  ჩვენმა არაჩვეულებრივმა მონაწილეებმა კრეატიული დავალებების შემდეგ თავიანთი შემოქმედებითი უნარების დახმარებით ჩაწერეს ციფრული ისტორიები.

სწავლების თანამედროვე მიდგომებიდან Digital Storytelling ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და კრეატიულია. იგი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ისტორია და გამოცდილება გაუზიარონ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ყველას მთელი მსოფლიოს გარშემო, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და კომპიუტერზე, ან მობილურ ტელეფონზე. 

Digital Storytelling ჩვენი გრძელვადიანი პროექტის, Creative Twinning-ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, გაძლიერებას და საზოგადოებაში ჩართვას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace