Erasmus+ გაცვლითი პროექტი გერმანიაში “Creative Countryside”

დამატების თარიღი: 05 September 2019 / 15:55

მე ლევანი ვარ და ამ პოსტით მინდა გაგიზიაროთ ჩემი გერმანული გამოცდილება ძალიან საინტერესო ტრენინგ კურსის შესახებ.

13-22 აგვისტოს გერმანიის პატარა ქალაქ ვერბენში დავესწარი ტრენინგ კურსს სახელწოდებით “Creative Countryside: Advocacy and Participatory Art Practice in Rural Areas” (კრეატიული სოფელი: მონაწილეობრივი ხელოვნება რურალურ ადგილებში). ტრენინგ კურსი ჩატარდა ერასმუს + პროგრამის ფარგლებში.

ტრენინგ კურსზე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე დავესწარი ძალიან საინტერესო სესიებს და ვორქშოფებს მონაწილეობრივი ხელოვნების შესახებ, რომელიც საქართველოში ჯერ “ახალი ხილია”, თუმცა ვიმედოვნებ მომავალში უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. პირადად მე ვგეგმავ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს საქმიანობაში.

მინდა ყველას გირჩიოთ მსგავს პროექტებში მონაწილეობა და თუ შანსი გამოჩნდა არ გაუშვათ ხელიდან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace