Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი – “Peace Within, Peace Beyond”

დამატების თარიღი: 30 October 2025 / 13:10

📍 15-23 ოქტომბერს ბაკურიანში გაიმართა პროექტი, რომელმაც გააერთიანა 36 ახალგაზრდა მონაწილე გერმანიიდან, საქართველოდან, ლიეტუვადან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.

🎯 პროექტის მიზნები იყო:

🌿 ახალგაზრდების გაძლიერება, რათა ისინი ეფექტურად დაუპირისპირდნენ სიძულვილს, დისკრიმინაციასა და ონლაინ ნეგატივს პოზიტიური დიალოგის მეშვეობით.

🌿 თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების წახალისება მშვიდობის შენებისთვის.

🌿 ახალგაზრდებში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის თავიდან აცილება.

🌿 გონების სიმშვიდისა და ემოციური კეთილდღეობის გაძლიერება.

🌿 ციფრული ცნობიერების და უნარების განვითარება მშვიდობის შექმნის მიზნით.

📚 პროექტის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ:

• შემოქმედებით და არაფორმალურ სასწავლო სესიებში

• გონების სიმშვიდის და თვითშემეცნების პრაქტიკებში

• დიალოგსა და მშვიდობის მშენებლობის თემატურ დისკუსიებში

• კულტურულ და ინტერკულტურულ საღამოებში

• ვიზიტში ისტორიულ ადგილებსა და ტრადიციულ ქართულ ვახშამზე 🇬🇪

✨ ბაკურიანის მთებში გამართული ეს 9-დღიანი გამოცდილება დაეხმარა ახალგაზრდებს გაეგოთ, რომ მშვიდობა იწყება თითოეული ადამიანიდან და ვრცელდება გარშემო სამყაროში – Peace Within, Peace Beyond. 💫

🤝 პროექტი განხირციელდა გერმანული ორგანიზაციის Growunited e.V. დახმარებით და Masterpeace Georgia-ს ორგანიზებითა და მასპინძლობით.

პარტნიორი ორგანიზაციები:

🇱🇹 Vivid Future Youth (ლიეტუვა)

🇬🇷 F.C. Ethnikos Kozani (საბერძნეთი)

🇺🇦 Let’s Do It Ukraine (უკრაინა)

🇦🇲 Altera Lab (სომხეთი)

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace