EVS კოორდინატორების შეხვედრა

დამატების თარიღი: 22 December 2018 / 23:21

2018 წლის 20 დეკემბერს, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ „ევროპის მოხალისეობრივი სერვისის“ („European Voluntary Service“ – EVS) კოორდინატორების შეხვედრას. სამუშაო დღის პირველი ნახევარი დაეთმო ახალგაზრდული ორგანიზაციების კოორდინატორებს შორის საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გაზიარებას, მოეწყო დისკუსია მოხალისეობრივი სერვისის გაუმჯობესების ასპექტებზე. მონაწილეებმა დასახეს ის საკითხები და გამოწვევები, რომელებიც მოიცავს გარდამავალ პერიოდს ევროპის მოხალისეობრივი სერვისიდან European Solidarity Corps, რომელიც ევროკომისიის ახალ ინიციატივას მოიაზრებს და პირველად 2018 წლის დასაწყისში დაანონსდა. კოორდინატორების შეკითხვებს ახალ პროგრამასთან დაკავშირებით პასუხობდნენ EVS-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები. სამუშაო დღის მეორე ნახევარი დაეთმო ონლაინ ვიდეო კონფერენციას, რომელშიც ჩაერთო სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მალგორჟატა პავლოვსკა. მან გააკეთა პრეზენტაცია EVS-ის განვლილი ეტაპების შესახებ და მიმოიხილა ყველა ის ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია EVS-ის ჩანაცვლებასთან European Solidarity Corps-ის მიერ. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის სესიას, სადაც ქართველმა კოორდინატორებმა დაუსვეს შეკითხვები რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ახალი პროგრამის შესახებ. „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ მადლობას უხდის ორგანიზატორებს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და აგრძელებს მომზადებას “European Solidarity Corps”-ის პროგრამის დასაწყებად.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace