24-31 მარტის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო IFM-SEI-ს მიერ ორგანიზებულ სემინარში მილანში, რომელიც ჩატარდა European Youth Foundation-ის მხარდაჭერით.
სემინარი მიეძღვნა მასკულინიზმის და გენდერული როლების გამოკვლევას, სექსუალური ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიებს.
მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ სამომავლო გეგმებზე და დაეწერათ ადგილობრივი პროექტები ერთმანეთთან თანამშრომლობით, რომლებსაც ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში განახორციელებენ.