კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი გიორგი აზარიაშვილი, 25 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, მონაწილეობას იღებდა JICA -ს (იაპონიიც საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებში: “თანამშრომლობის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა / ხელშეწყობისთვის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის”. ობიჰიროში, იაპონია.
კურსის მიზანი იყო იაპონური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მოდელის შესწავლა და იაპონიის სასოფლო სამეურნეო მეწარმეობის საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა. გარდა ლექციებისა პროექტის მონაწილეები ეწვივნენ ობიჰიროს მერიას, სადაც ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ასევე სხვადასხვ ფონდებს, და ასოციაციებს, რომლებიც ტოკაჩის რეგიონში ხელს უყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ესენია:„საზოგადოებრივი ფონდი ტოკაჩი“, „მცირე და საშუალო მეწარმეობის სააგენტო“, „ჰოკაიდოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელების ასოციაცია“, „ტოკაჩი პრაიდი“ და სხვა.
ამასთან მონაწილეები 1 დღით ესტუმრნენ ობიჰიროს სასოფლო სამეურნეო და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტს, სადაც ჩაუტარდათ ლექცია უნივერსიტეტის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე, ასევე HACCP-ის, ISO-ს FSSC -ის სტანდარტების დანერგვაზე.
პროექტს ესწრებოდა 22 მონაწილე ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და საქართველოდან. მონაწილეები მადლობას უხდიან იაპონიის მთავრობას და იაპონიიც საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს გაწეული შრომისთვის.