KA2 “One Step Ahead” პირველი ტრენინგის დასასრული

დამატების თარიღი: 15 March 2019 / 13:39

KA2 “One Step Ahead” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენინგი წარმატებით დასრულდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მომავალმა სოციალურმა მეწარმეებმა საქართველოდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და შვედეთიდან, რომლებმაც შეიძინეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარება ტრენინგის განმავლობაში შემუშავებული გეგმების საკუთარ ქვეყნებში განხორციელებაში. მათ განავითარეს თავიანთი იდეები და ჩამოაყალიბეს კონკრეტული გეგმა კანვას ბიზნეს მოდელის საშუალებით, რათა გახსნან სოციალური საწარმოები, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოების მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace