„მასტერფისმა“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მზარდი მშვიდობის ხელისშემწყობი ორგანიზაციაა, საერთაშორისო მშვიდობის დღე 45 ქვეყნის 55 ქალაქთან ერთად აღნიშნა, რასაც კონფლიქტური რეგიონებიც შეუერთდნენ. ცენტრალურ ღონისძიებაზე – ამსტერდამის საკონცერტო სცენაზე, ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. მოსკოვიდან ლოს-ანჯელესამდე, მექსიკიდან სტამბულის გავლით ქაბულში. „მასტერფისმა“ საყოველთაო დღესასწაულის აღსანიშნავად აღნიშნული ქვეყნების ადგილობრივი მომღერლები მიიწვია. მსოფლიოს კონფლიქტური მხარეების მასპინძლობა საკონცერტო დარბაზმა „ზიგო დომემ“ ითავა, სადაც არტისტებმა აგრძნობინეს მაყურებლებს, რომ მათ ყველას აერთინებთ მრავალფეროვნება, დიალოგი და „მასტერფისის“ პროექტი „სიმღერა ბრძოლის წინააღმდეგ.“ (Music above fighting)
„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა არაჩვეულებრივმა მომღერალმა განაცხადა თანხმობა, კონცერტში მონაწილეობაზე და სცენაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ომების მოგვარების გზა საყოველთაოდ, კონფლიქტების მოგვარებაში მდგომარეობს.“ განაცხადა „მასტერფისის“ თანადამფუძნებელმა ილკო ვან დერ ლინდმა.
ამსტერდამმა მსოფლიოს ისტორიაში პირველად უმასპინძლა კონფლიქტური რეგიონებიდან თავმოყრილ ამდენ მომღერალს ერთად.
ორგანიზაციის თანადამფუძნებლის მოჰამედ ჰელმის სიტყვებით, ოთხი წელი ემზადებოდნენ ისნი ამ გრანდიოზული კონცერტის ჩატარებისთვის. თავდაპირველად მათ მხოლოდ ორ ქალაქში ჰქონდათ დაგეგმილი მშვიდობის ქსელის შექმნა და ძალიან სასიამოვნო, რომ რეალობამ დაგეგმილ რიცხვს 43 ქვეყნით გადააჭარბა. ჩვენ დაგავწყვიტეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მშვიდობის მშენებლებს დავარქვათ ნელსონი, ბატონი ნელსონ მანდელას საპატივსაცემოდ და ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში, ბევრი ახალი ნელსონ მანდელა გამოვააშკარაოთ მსოფლიოს მაშტაბით.
ამსტერდამში კონცერტზე გვერდიგვერდ იმღერეს მომღერლებმა უკრაინიდან და რუსეთიდან, ისრაელიდან და პალესტინიდან, სერბეთიდან და ხორვატიიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან, ირანიდან და ერაყიდან, სომალიდან და კენიიდან, სამხრეთ სუდანიდან და სუდანიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
21 სექტემბერი, მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღე, მსვლელობითა და საქველმოქმედო კონცერტით აღინიშნა საქართველოში, „მასტერფის საქართველოსა“ და „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ ორგანიზებით.