MASTERPEACE საქართველო საერთაშორისო ბუთქემპზე ლიბანში

დამატების თარიღი: 24 May 2015 / 22:29

2015 წლის 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით კაინექსის საგარეო ოფისის ხელმძღვანელი და მასტერფის საქართველოს კოორდინატორი ლევან გორგაძე იმყოფებოდა მასტერფისის ყოველწლიურ შეკრებაზე ბეირუთში, ლიბანში. აღნიშნულ შეკრებაზე მასტერფის საქართველო შეირჩა როგორც ყველაზე კარგი პრაქტიკის მქონე სფეროში “დიალოგი განსჯის სანაცვლოდ” სადაც ლევან გორგაძემ წარადგინა მასტერფის საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტები საქართველოში და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ლიდერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

პროექტის განმავლობაში მოეწყო ინტერკულუტური საღამო და ექსკურსია ქალაქ ბიბლოსში, გაიმართა შეხვედრა ამავე ქალაქის მერთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მშვიდობის ლიდერები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace