“Sharing Stories, Building Bridges” პროექტის დასაწყისი

დამატების თარიღი: 06 August 2019 / 18:53

5 აგვისტოს დავიწყეთ ახალი პროექტი “Sharing Stories, Building Bridges – Digital Storytelling For Promoting Dialogue”. პროექტის პირველი აქტივობაა ტრენინგ კურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 24 ახალგაზრდა აქტივისტი. შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში ისინი ეცდებიან შექმნან ინდივიდუალური ციფრული ისტორიები და მათი საშუალებით გადმოსცენ საკუთარი ემოციები.

ისტორიის თხრობის და ვიდეოს შექმნის გარდა, ჩვენი მონაწილეები განავითარებენ პერსონალურ უნარებსაც, რაც დაეხმარება მათ იყვნე უფრო თავდაჯერებული, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გაუზიარონ საკუთარი ისტორია ყველას, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება. ტრენინგ კურსის შემდეგ, ახალგაზრდული მუშაკები გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს, რათა გაუზიარონ მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს თავიანთ საზოგადოებაში და გააცნონ მეთოდოლოგია “Digital Storytelling”, რომელიც მათ პერსონალურ და პროფესიონალურ ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტი ტარდება Swedish Institute-ის მხარდაჭერით.

მადლობა სურათებისთვის Tom Wagenmaker-ს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace