წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი ერასმუს + ტრენინგ კურსი ბაკურიანში – 28 მაისი – 5 ივნისი – „Action for green footsteps “, რომელსაც 26 მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდული მუშაკი დაესწრო გერმანიიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან , ხორვატიიდან და რუმინეთიდან.
პროექტის მიზნები
მონაწილეებისთვის ცნობიერების გაზრდა გარემოსდაცვით თემატიკასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
საერთო გარემოსდაცვითი გეგმის შექმნა , რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობას და შექმნის მწვანე მომავალს
გრემოსდაცვის და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება სხადასხვა ჩართული მხარეებისთვის, ონლაინ პოსტების, პუბლიკაციების და რეკომენდაციების გზით.
ნოთვორქინგის ჩამოყალიბება და გაძლიერება ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვისა და ინდივიდებისთვის, რომლებსაც სურთ სამომავლო თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში.
პროექტი დატვირთული იყო სხვადასხვა ვორქშოპებით, ჯგუფური სამუშაოებით, ტრენინგებით და აქტივობებით, რაც ახალგაზრდებს დაეხმარა სწრაფად გაიგონ და შეისწავლონ გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული არსებული რეალობა, გამოწვევები და ახალი სწავლების მეთოდოლოგიები.
პროექტი განხორციელდა Let’s do it საქართველოს და Masterpeace ( ჰოლანდოა ) ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერია ევროკომისიის ერასმუს + ის პროგრამა.
#ERASMUS+
#YOUTHWORK
#Creatingopportunities
#Forcleanplanet