
16 სექტემბერს, მარნეულში მსოფლიო დასუფთავების დღე 2023-ის მთავარი რიგით მეორე ღონისძიება განვახორციელეთ
მარნეულში მთავარ ქუჩაზე , რუსთაველის N47 ში ჩვენი მოხალისეების ჩართულობით დავასუფთავეთ ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, რომლის შედეგად 600 კგ-მდე ნარჩენი შეგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დასუფთავების აქციით და გადავწყვიტეთ მოგვეხატა მარნეულის მთავარი ქუჩის კედელი, რომლის მთავარი თემატიკა “დედამიწა ნარჩენების გარეშე”-ა.

ჩვენს მიერ გალამაზებული კედლები ემსახურება საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკო-კულტურის ჩამოყალიბებას.

კედელი მოხატა ჩვენი ორგანიზაციის მეგობარმა და ყველაზე ნიჭიერმა სტრიტ-სრტისტმა – #wisse – მადლობა მას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის 

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 500-ზე მეტი დასუფთავების აქტივობა ჩვენი ლიდერების, პარტნიორი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების, ახალგაზრდული კლუბების და ეკო მეგობრული ადამიანების მონაწილეობით..

Let’s Do It საქართველო მადლობას უხდის ყველა ლიდერს, მუნიციპალიტეტებს, ორგანიზაციებსა და თითოეულ მოხალისეს, ჩართულობისთვის.
Marneuli Municipality

Ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ ნარჩენებისგან თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია მეშვიდე წელია ატარებს მსოფლიო დასუფთავების დღეს, რომელსაც ბოლო 7 წელიწადში 200 000 + მოხალისე შემოუერთდა…