თოთ ტრენინგი – ფორუმ თეატრი

დამატების თარიღი: 12 June 2018 / 13:30

7-10  ივნის კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ტრენინგ კურსებში „განათლების ხელმისაწვდომობა და ახალგაზრდების ინტეგრირება დასაქმების ბაზარზე“. პროექტში მონაწილეობას იღებდა 15 ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ტრენერი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა თოთ ტრენინგი „ფორუმ თეატრის“ მეთოდოლოგიის შესწავლისა და გამოყენების შესახებ.  „ფორუმ თეატრი“ არის საკმაოდ საინტერესო  მეთოდოლოგია, რომელიც  ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ახალგაზრდულ პრობლემატურ საკითხებზე მუშაობისას.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის კრეატიული განვითარების ცენტრს აღნიშნული პროექტის ორგანიზებისთვის.

 

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace