კვლევის პრეზენტაცია და ტრენინგები გორში

დამატების თარიღი: 07 July 2017 / 21:23

2017 წლის 7 ივლისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, ქალაქ გორში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ადვოკატირება, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მონაწილეები და სტუდენტები. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობასაც. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები.
ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრები ესწრებოდნენ.
კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace