23-27 მაისს კაჭრეთის ამბასადორში “მასტერფისის საერთაშორისო ბანაკი 2016” გაიმართა. ღონისძიებას 29 ქვეყნის 47 მონაწილე დაესწრო. მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მშვიდობის თემის გარშემო გაერთიანდნენ. “მასტერფისის” ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა სოციალური მეწარმეობის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კონფლიქტების დიალოგის საშუალებით მოგვარებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ბანაკის მონაწილეები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ესტმრუნენ და პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძეს და მინისტრის მოადგილეს, რევაზ ჯაველიძეს შეხვდნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ბანაკის მონაწილეების შეკითხვები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და განვითარების პოტენციალებს შეეხებოდა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, მაია მელიქიძემ “მასტერფისელებს” განუმარტა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი პოტენციალი ტურიზმის განვითარება და ღვინის ექსპორტია. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ბანაკის მონაწილეებმა სპორტის სამინისტროში არსებული მუზეუმი და პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
“მასტერფისის საერთაშორისო ბანაკი 2016”-ის მონაწილეებმა, გარდა საქმიანი შეხვედრებისა და ტრენინგებისა დაათვალიერეს დედაქალაქი და კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვდასხვა ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო ბანაკი საქართველოში “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს გაწეული მხარდაჭერისთვის.