ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 – ტრენინგი სოფელ ტეზერში

დამატების თარიღი: 17 June 2019 / 12:40

13 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის საჯარო სკოლაში „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0″-ის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ტრენინგის თეატიკა იყო შემდეგი: აპლიკაცია SAVER ის გაცნობა და მიზნები; ადამიანის უფლებები; ლიდერობა სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდების ჩართულობა;

პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის მიზანია: 1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა. 2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.

შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ტეზერის სკოლას და ჩვენს მოხალისეებს თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace