დღეს, 25 აგვისტოს დავიწყეთ საერთაშორისო ერასმუს+ პროექტი “Human Rights Across Cultures”, რომელიც ტარდება ბაკურიანში 27 ახალგაზრდა მუშაკის მონაწილეობით 9 ქვეყნიდან: შვედეთი, დანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა.
პროექტის მიზნებია:
-განავითაროს ახალგაზრდული მუშაკების უნარები ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებით;
-გააძლიეროს ახალგაზრდები, რათა იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, განმანათლებლები და ადვოკატები ადამიანის უფლებებისთვის;
-მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მოახდინონ პირდაპირი გავლენა სოციალურ ცვლილებებზე;
-დაამყაროს კავშირები მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შორის, რომლებსაც აინტერესებთ სამომავლო თანამშრომლობა განხილულ საკითხებზე;
-შეუქმნას მონაწილეებს თავისუფალი სივრცე სამომავლო პროექტების დასაგეგმად, რომლებიც ადამიანის უფლებებს ინტერკულტურულ კონტექსტში განიხილავენ.
პირველი დღე დავიწყეთ პროექტის გახსნით, ერთმანეთის გასაცნობი აქტივობებით და სახალისო თამაშებით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მონაწილეებს, გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან.
მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გუნდის მშენებლობის აქტივობების და ჯგუფური სამუშაოების დახმარებით გაეცნოთ ახალი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დანარჩენი 7 დღის განმავლობაში გამოიკვლევენ ადამიანის უფლებების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებში და კულტურებში.