19 ივლისს დასრულდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “It Is Not A Myth”, რომელიც ჩატარდა ბაკურიანში 40 ახალგაზრდის მონაწილეობით 8 ქვეყნიდან: ნიდერლანდები, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, თურქეთი.
პროექტის მიზნებია:
-ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, განიხილონ დღევანდელ სამყაროში ლიტერატურის მნიშვნელობა;
-აამაღლოს ცნობიეება ლიტერატურის საჭიროების შესახებ;
-დაამყაროს კავშირები მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შორის, რომლებსაც აინტერესებთ სამომავლო თანამშრომლობა განხილულ საკითხებზე;
-შეუქმნას მონაწილეებს თავისუფალი სივრცე ინტერკულტურული დიალოგისთვის;
-გამოიყენოს ინტერკულტურული დიალოგი და ლიტერატურა სიძულვილის ენის დასაძლევად.
პროექტის მონაწილეებმა გუნდის მშენებლობის აქტივობების, თეატრალური წარმოდგენების და ჯგუფური სამუშაოების დახმარებით, გაიცნეს ახალი საერთაშორისო მეგობრები, რომლებთან ერთადაც 8 დღის განმავლობაში გამოიკვლიეს ლიტერატურის მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად ჩაეტარებინათ ვორქშოფები და გაეცნოთ ერთმანეთისთვის საკუთარი ქვეყნის ლიტერატურა, კულტურა, თამაშები, ცეკვები და ტრადიციები.