2019 წლის 27 ივლისს ბაკურიანში დაიწყო ერასმუს + პროგრამის ტრენინგების კურსი „We Are the Change – Youth Workers for Social Activism”, რომელიც 3 აგვისტომდე გაგრძელდება.
ზემოთ აღნიშნული პროექტი ტარდება „MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Organization” და Fundacja Autokreacja” თანამშრომლობის შედეგად. პროექტში მონაწილეობას იღებს 25 ახალგაზრდა ლიდერი ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: რუსეთი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.
პროექტის მიზნებია:
-აღჭურვოს ახალგაზრდა ლიდერები და მუშაკები მეთოდოლოგიებით, რომელიც გაზრდის მათ პროფესიონალურ შესაძლებლობებს იმუშავონ ახალგაზრდებთან
-გაზარდოს ახალგაზრდებში ინიციატივის შეგრძნება და ხელი შეუწყოს მათ ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში
-განავითაროს და მიაწვდინოს საგანმანათლებლო მატერიალები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, რაც დაეხმარება მათ გაიაზრონ ახალგაზრდული აქტივიზმის მნიშვნელობა და თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მას
-შექმნას ქსელი მოტივირებული ინდივიდუალებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მზად არიან შემდგომ პროექტებსა და აქტივობებში კოოპერაციისათვის პროექტის დასაწყისში მონაწილეებს გავაცანით ტრენინგის ორგანიზატორები.
პირველი დღის განმავლობაში ხელი შევუწყვეთ ჯგუფის შექმნასა და დაახლოვებას. ჩამოვწერეთ რა მოლოდინები არსებობს პროექტის მიმართ, როგორ შეიძლება კონტრიბუცია შეიტანონ მონაწილეებმა ტრენინგის მიმდინარეობაში და რამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ მაქსიმალურ ჩართულობას. შემდომ ვკონცენტრირდით ახალგაზრდების გაძლიერებასა და ახალგაზრდა მუშაკების როლზე სოციალურ პროცესებში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვორქშოპები: მოტივაციისა და საზოგადოების ოთხი მთავარი აქტორის შესახებ, როგორებიცაა: მთავრობა, მედია, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრენინგების კურსი პროდუქტიული იქნება თითოეული მონაწილისათვის და პროექტის ბოლოს ისინი აღჭურვილნი იქნებიან მათთვის საჭირო: მეთოდოლოგიებით, პრაქტიკული უნარჩვევებითა და მატერიალებით, რისი წყალობითაც მარტივი გახდება ახალგაზრდებთან მუშაობა.