ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 “ლიდერთა სკოლა”

დამატების თარიღი: 22 September 2018 / 12:25

19-21 სექტემბრის ჩათვლით ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის ფარგლებში, ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგ კურსები ახალგაზრდებისთვის „ლიდერთა სკოლა“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 20-მა ახალგაზრდამ მარნეულიდან, გორიდან და ხაშურიდან.
ლიდერთა სკოლის მიზანია გადაამზადოს ახალგაზრდები, რომლებიც ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ჩამოაყალიბებენ ახალგაზრდულ ცენტრებს და იმუშავებენ ისეთ პრობლემურ საკითხებზე როგორიცაა ოჯახური ძალადობა და ახალგაზრდების დამოკიდებულება პოლიციასთან. პროექტის ფარგლებში მოწვეული იყვნენ ტრენერები შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტიდან და დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან, რომლებმაც ჩაუტარეს ახალგაზრდებს ინტენსიური ტრენინგები ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაზე, ასევე შსს-ს წარმომადგენელემა გააცნო ახალგაზრდებს დეპარტამენტის საქმიანობა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა დანაშაულის პრევენცის პოლიტიკაზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, ახალგაზრდის განვითარებაზე, ოჯახისა და საზოგადოების მნიშვნელობაზე ახალგაზრდის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ამას გარდა ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგ თემაზე: გუნდური მუშაობა, მოტივაცია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ახალგაზრდული აქტივიზმი და მისი მნიშვნელობა, აპლიკაცია „სეივერის“ მოხმარება, გაეროს მდგრადი გავითარების მიზნები და მათი დანერგვის მნიშვნელობა. გარდა ამისა მონაწილეებს დაევალათ ლოკალურ დონეზე პროექტის თემატიკიდან გამომდინარე პრობლემების, ინფორმაციის, სტატისტიკებისა და არსებული გამოწვევების მოძიება და ანალიზი. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტებს გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace