საქველმოქმედო კამპანია „ბავშვებისთვის! – For Kids!“ ფარგლებში 11 აპრილს ვიმყოფებოდით გიორგიწმინდაში, 11 შვილიან ოჯახში. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მონაწილეობით ოჯახს დავეხმარეთ პირველადი საჭიროების ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.
ბავშვები იმსახურებენ იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ პირველადი საჭიროების საგნები და საკვები პროდუქტები არამედ სრულფასოვანი განათლების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობები. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უამრავ მოზარდს დღეისათვის არ მიუწვდება ხელი საკვებ პროდუქტებზე.
უკვე ორი დღეა, რაც მოხალისეობრივად დავიწყეთ საქველმოქმედო კამპანია „ბავშვებისთვის“. მას შემდეგ უამრავი ოჯახი დაგვიკავშირდა და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. თუ გსურთ, რომ ჩაერთოთ ჩვენს საქველმოქმედო მოძრაობაში, მაშინ მოგვწერეთ FB გვერდებზე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. შემოგვიერთდით სხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან.
იმ შემთხვევაში თუკი გსურთ, რომ თქვენი ფინანსური წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო საქმიანობაში შეგიძლით გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE48BG0000000583045800, მიმღები – მარიამ ჯუღელი, დანიშნულებაში მიუთითეთ – ქველმოქმედება.
მეტი სანდოობისა და გამჭირვალობისათვის თითოეული ჩარიცხული თანხა აისახება ექსელის ფაილში, რომელშიც ავსახავთ თქვენს გვარს (კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ ავსახავთ სახელს), ჩარიცხვის თარიღსა და თანხის რაოდენობას. თუკი გსურთ, რომ თქვენი გვარი არ იქნეს აღნიშნული მოცემულ ფაილში გთხოვთ დაგვიკავშირდით. მადლობა თანადგომისათვის!
#ბავშვებისთვის
#ერთადყველაფერსგავუმკლავდებით