2020 ალბათ ყველას დაგვამახსოვრდება თავისი გამოწვევებითა და მოულოდნელობებით.
ამ წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი ჩავატარეთ პანდემიურ პირობებში და ამის ძალას მუდამ ის ახალგაზრდები გვაძლევდნენ, რომლებიც დიდი ენთუზიაზმითა და დადებითი ემოციებით გვავსებენ.
მადლობა თქვენ და მადლობა 2020 საინტერესო გამოცდილებებისათვის.
მაგრამ ახლა, ჰოი, დადგა დღე, როცა შეგვიძლია ვთქვათ 2020 დასრულდა !
ჩვენი გუნდი დიდი სიხარულითა და კეთილი სურვილებით გილოცავთ ახალი 2021 წლის დადგომას, რომელიც გვჯერა, ახალი გამოწვევბისა და საინტერესო პროექტების მაუწყებელია.
ჩვენ მომდევნო წლის განმავლობაშიც განვაგრძობ თქვენთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას, რაც მთავარია, ახალი ენერგიით, ახალი შემართებითა და ჩვეული რწმენით, რომ ყველა ახალგაზრდა იმსახურებს თანაბარ, ხარისხიან და მრავალფეროვან განათლებას.