5-13 მაისს, MASTERPEACE საქართველოსა და Let`s Do It საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ერასმუს + ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „ერთად დავიცვათ დედამიწა“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 35–მა ახალგაზრდამ გერმანიიდან, პოლონეთიდან სომხეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან ავსტრიიდან და საქართველოდან. პროექტი დატვირთული იყო გარემოსდაცვით თემაზე ვორქშოპებით, არსებული გამოწვევების მოძიებით, პრეზენტაციებით და საუკეთესო პრაკტიკების გაზიარებით.
გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია დაბა ბაკურიანში, ექსკურსია ვარძია,ხერთვისი, რაბათში, ნარჩენებისგან შექმნილი ცხოველების გამოფენა, ხეების დარგვის აქცია და ინტერკულტურული საღამოები. პროექტის ბოლო დღეს მონაწილეებმა იმუშავეს სამომავლო პროექტებზე და იდეებზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა იუსპასები.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ევრიკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის ფარგლებში, ავსტგრიის ნაციონალური სააგენტოს მხარდაჭერით. / 5-13