ერასმუს + ის ტრენინგი „გავაზიაროთ ამბები, ავაშენოთ ხიდები“

დამატების თარიღი: 14 December 2017 / 16:09

2017 წლის 3- 12 დეკემბერს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა, მასტერფის საქართველოს და „აპპლაბის“ ორგანიზებით ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგ კურსები „გავაზიაროთ ამბები, ავაშენოთ ხიდები“ . პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მონაწილე ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამების გმაოყენებით შეასწავლოს საკუთარი ისტორიის, ან მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემა ვიდეორგოლის შექმნის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოწყვლადი გჯუფების გასაძლიერებლად და მათი პრობლემების გასაჯაროებლად.
პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს 26 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, დანიიდან და საქართველოდან.
პროექტის პირველი დღე დაეთმო მონაწილეების გაცნობას, თიმბილდინგს და შემეცნებით დავალებას ბაკურიანში, როლის მიზანი იყო მონაწილეების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაგება. მომდევნო დღეები დაეთმო მეთოდოლოგიის შესწავლას, სკრიფტის, სურათების და ვიდეორგოლის მომზადებას, რომელიც გაზიარდება სხვადასხვა საიტების და სოციალური არხების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე ექსკურსია ახალციხეში, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ რაბათის ციხე და გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის ისტორიას.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის დანიურ ინფორმალ ჯგუფს „აპპლაბ“-ს თანამშრომლობისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace