ერასმუს + ის პროექტი “კულტურების არტგენი” დასრულდა

დამატების თარიღი: 28 July 2017 / 15:51

2017 წლის17- 25ივლისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „კულტურების არტ–გენი“. ღონისძიება განხორციელდა ევრიოკავშირის, ერასმუს + ისმხარდაჭერით. პროექტის მთავარ იდეასწარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საკუთარი კულტურისა და ტრადიციების, ისტორიის, ენის გაზიარება, თემტურ აქტივობებში და ვორქშოპებში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა 35 წარმომადგენელი უკრაინიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან ,ჰოლანდიიდან და ავსტრიიდან.
„კულტურების არტ–გენი-ის“ განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა თემატური აქტივობა. ამასთან მონაწილეებმა ისაუბრეს ერასმუს+ ზე და მის როლზე ახალგაზრდების ცნობიერების ფორმირებაში, კულტურათა მრავალფეროვნებისა და მათი ურთიერთგაცვლის მნიშვმნელობაზე . დასკვნით ნაწილში ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები პროექტის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. ცხრადღიანი საერთაშორისო პროექტი დასრულდა ოფიციალური დახურვის ცერემონიით, ყველა მონაწილეს გადაეცა იუსპასები.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა მონაწილე ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace