ერასმუს+ პროექტი ესპანეთში “Active Acting”

დამატების თარიღი: 27 December 2018 / 23:47

“აქტიური მოვალეობის შემსრულებელი” ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც ჩატარდა ესპანეთში ვილაგარსია დე აროუსაში, 2018 წლის 10-18 დეკემბერს. პროექტის ძირითადი მიზანი იყო 10 მონაწილე ქვეყნის (ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, იტალია, მალტა, მაკედონია, სერბია, საქართველო და ლატვია) 50 მდე წარმომადგენელს გაეზიარებინა ერთმანეთისთვის კულტურული კონცეფციები, ემუშავათ ერთად და განევითარებინათ თეატრალური უნარები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა; თათია ფარადაშვილი, ნინო კოშორიძე, გვანცა ნაზარაშვილი და ნინო მულაძე. პროექტი მთავარი იდეის განსახორციელებლად ითვალისწინებდა რამდენიმე ინტერაქციულ და სასწავლო აქტივობას რომლითაც მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და ძირითადი კომპეტენციები მულტიკულტურალიზმის შესახებ, რაც ებრძვის ქსენოფობიასა და სიძულვილს. პროექტისგან მონაწილეებმა მიიღეს:
– საორგანიზაციო უნარჩვევები სოციალურ სფეროში, რაც ადგილობრივი პროექტების ორგანიზებისთვის აუცილებელი წინაპირობაა
– უფრო ღრმა ცოდნა კულტურული იდენტობის შესახებ.
– ინტერკულტურული კომპეტენციები და სხვა ადამიანების უკეთ გაცნობის მნიშვნელობა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace