ერასმუს+ პროექტი “Dismantle Disinformation”

დამატების თარიღი: 10 September 2019 / 16:04

2019 წლის 9 სექტემბერს დავიწყეთ საერთაშორისო ერასმუს+ პროექტი “Dismantle Disinformation” და “Creative Twinning – ACT” რომელიც ტარდება ბაკურიანში 26 ახალგაზრდა მუშაკის მონაწილეობით 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და მოლდოვა.
პროექტის მიზნებია:
• აღჭურვოს ახალგაზრდული მუშაკები საშუალებებითა და მეთოდებით, რომლებიც მათ დაეხმარება აუმაღლონ ახალგაზრდებს ცნობიერება მედიის შესახებ, გაუზიარონ ცოდნა პროპაგანდაზე და “Single story”-ზე, გარდა ამისა, გამოიკვლიონ სტერეოტიპების წარმოშობის წყაროები
• გააძლიეროს ურთიერთობა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდულ მუშაკებს შორის და შექმნას კავშირი აქტივისტების, რომლებიც თავად განახორციელებენ პროექტებს სიძულვილის ენის, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
• წაახალისოს ახალგაზრდების აქტიურობა და აღმოფხვრას მათი ძალადობრივი რადიკალიზაცია ევროპაში მედიის შესახებ პროექტების განხორციელებით.
პირველი დღე დავიწყეთ პროექტის გახსნით, ერთმანეთის გასაცნობი აქტივობებით და სახალისო თამაშებით, რომლებმაც ხელი შეუწყო მონაწილეებს, თავი კომფორტულად ეგრძნოთ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გუნდის მშენებლობის აქტივობების და ჯგუფური სამუშაოების დახმარებით გაეცნოთ ახალი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დანარჩენი 7 დღის განმავლობაში გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში, ცრუ ინფორმაციებისა და ნიუსების გავრცელება, უსაფრთხოება და ა.შ.

პროექტის ორგანიზატორები არიან მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ორგანიზაცია, კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და “Closer Europe Institute”

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace