ინტერკულტურული დიალოგი და ცენტრის პრეზენტაცია

დამატების თარიღი: 28 September 2015 / 16:01

21 სექტემბერს ,,უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრში’’ გაიმართა ცენტრის პრეზენტაცია უცხოელი სტუდენტებისთვის და ინტერკულტურული დიალოგი. ღონისძიებაში ქართველ სტუდენტებთან  ერთად  მონაწილეობდნენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ერაყი, ნიგერია, ირანი, ინდოეთი, შრი-ლანკა და გაიანადან.  საუბარი შეეხო სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ტრადიციებს, დღესასწაულებს  და საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვა თემებს, რაც მნიშველოვან როლს თამაშობს განსხვავებული ეროვნების ადამიანთა დაახლოებასა და ინტეგრაციაში. ინტერკულტურული დიალოგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შექმნეს მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი მშვიდობის პოსტერები და ასევე შეიმუშავეს დოკუმენტი, თუ როგორ არის შესაძლებელი ახალგაზრდების ჩართვა სხვდასხვა სამშვიდობო ღონისძიებებსა თუ პროექტებში.  დღე დასრულდა ფილმის ჩვენება- დისკუსიით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace