წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი Erasmus+ ტრენინგ კურსი “It’s time to Understand “, რომლის ფარგლებშიც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ახალგაზრდებს ვუმასპინძლეთ ბაკურიანში.
30-მდე მოტივირებული ახალგაზრდა ლიდერები – საქართველოდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და მოლდოვიდან შეიკრიბნენ მიგრაციის, ადამიანთა უფლებების, თვითგანვითარებისა და მულტიკულტურალიზმის საკითხების ირგვლივ სამუშაოდ.
ტრენინგ კურსისა და მისი მსვლელობისას გამოყენებული არაფორმალური სწავლების მეთოდების დახმარებით მონაწილეებმა გაიღრმავეს არსებული ცოდნა ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის, მიგრაციის ანალიზის, ინტერკულტურული დიალოგისა და პერსონალური განვითარების შესახებ.
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპელ ახალგაზრდებს შორის გახსნილ დიალოგს დისკრიმინაციული საკითხების ირგვლივ, საფუძველი ჩაუყაროს განსხვავებული აზრის მიღების კულტურის შექმნას, მომავალი ჩეინჯმეიქერების გაძლიერებას და ერთმანეთთან პარტნიორულ დაახლოებას.
ტრენინგ კურსის დახმარებით ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოემზადებინათ პრეზენტაციები და სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და მოსაზრებები. ტრენინგ კურსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლვა და ტოლერანტული გარემოს შექმნა.