2019 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ გორში ჩატარდა რიგით მეოთხე დამაკავშირებელი კედლების აქტივობა. ივენთის ფარგლებში ქალაქის ცენტრში მოვხატეთ კედელი გამოცდილი ქართველი არტისტის – მარიამ რამიშვილის დახმარებით.
კედლის მთავარ თემატიკას წარმოადგენდა აგვისტოს ომი, რაც სიმბოლურად დავუკავშირეთ კიდეც პროექტის განხორციელების თარიღებს. ნახატის ძირითად მესიჯს წარმოადგენს საზოგადოებაში სამშვიდობო პროცესების წახალისება.
გუშინდელი აქტივობა განვახორციელეთ მიმდინარე პროექტის “ACT” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, ესენია: Walls of Connection, Digital Storytelling, Concerts and Conferences. დამაკავშირებელი კედლების მიმართულებით ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით: მარნეულში, ხაშურში, ბაკურიანსა და გორში. ჩვენს შემდგომ აქტივობას კი ვგეგმავთ ქალაქ სურამში.
ჩვენ გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ გორის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს გაწეული დახმარებისათვის! იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასევე ნაყოფიერად გაგრძელდება!