2019 წლის 9 ოქტომბერს, ბაკურიანში განვახორციელეთ კიდევ ერთი კედლის მხატვრობის აქტივობა, რომლის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა გენდერული თანასწორობა.
ჩვენ ვიაზრებთ, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების თემატიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით აქტივობის მონაწილეების მიერ მოყოლილი ისტორიებითა და გამოცდილებებით.
მოცემულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ სურვილი გამოთქვეს საკუთარი ცვლილებები შეეტანათ ნახატის საბოლოო იერსახეში. პროცესი სასიამოვნო და საინტერესო გამოდგა.
აქტივობის განმავლობაში მოწვეულმა ახალგაზრდა არტისტმა ზედმეტსახელით – Wise შეიმუშავა ნახატის ძირითადი კონცეფცია. მან ჩვენი მონაწილეებისთვის ჩაატარა პრაქტიკული ვორქშოპი, რომელმაც საშუალება მისცა დაინტერესებულ პირებს გამოეცადათ საკუთარი თავი სპრეი ხელოვნებაში.
აქტივობა განვახორციელეთ მიმდინარე პროქტის “ACT” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას ესენია: Walls of Connection, Digital Storytelling, Concerts and Conferences.
დამაკავშირებელი კედლების მიმართულებით ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: ხაშურში, მარნეულში, გორში, სურამსა და ბაკურიანში.
პროექტის მთავარ მიზნებს წარმოადგენს: ადგილობრივი არტისტების წახალისება, ახალგაზრდების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა.
აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელ ქალბატონ მანანა ტარიელაშვილს, რომელმაც სურვილი გამოთქვა საკუთარი სასტუმროს კედლები ჩვენი აქტივობისათვის დაეთმო და მასთან ერთად შეგვეცვალა გარემო უკეთესობისკენ.
ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის კედლები უფრო შინაარსიანი და საინტერესო გავხადოთ! შემოგვიერთდით!