კონფერენცია ACT!

დამატების თარიღი: 03 December 2019 / 12:54

2 დეკემბერს ნატო და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორი პროექტის, “ACT!”(Artists Create Together) და „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ – ის შემაჯამებელი კონფერენცია.
ღონისძიება დაიწყო პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის განხილვით, გამომსვლელებმა აუდიტორიას გააცნეს განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები, ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე და პრობლემებზე რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა.
ერთი წლის განმავლობაში პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუტები, შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სახალხო დამცველის აპარატი, ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტები. ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს და განაგრძობს სამომავლოდ მათთან თანამშრომლობას.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტ ACT! -ს. მონაწილეებს გავაცანით პროექტის მიზნები და ძირითადი მიმართულებები: 1. დამაკავშირებელი კედლები, 2.ვიდეო სთორითელინგი, 3. მუსიკალური კონცერტები, 4. ახალგაზრდული სამიტები/კონფერენციები. მომხსენებელმა ისაუბა განხორციელებული პროექტების შესახებ, მიღწევებსა და დაბრკოლებებზე. აღნიშნულ ნაწილში ჩვენი ორგანიზაციის როულ მოდელმა, მომღერალმა მარიამ დოვაძემ ესაუბრა ახალგაზრდებს მუსიკალური კონცერტების მნიშვნელობაზე და გაუზიარა პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება.
ACT! -ის ფარგლებში პროექტის მენეჯერებსა და მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია ახალგაზრდების საჭიროებებზე და სამომავლო აქტივობებზე. გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები და პრობლემები, როგორიც არის ინფორმაციის გავრცელების პრობლემა რეგიონებში, არაფორმალური განათლების ნაკლებობა, ახალგაზრდული ინიციატივების და მათი მხარდააჭერის სიმწირე რეგიონებში, ადგილობრივი თვითმართველობების გააქტიურება ახალგაზრდული მიმართულებით, მოტივაციის ნაკლებობა, კერძო სექტორის ნაკლები ინტერესი ახალგაზრდების მხარდასაჭერად, წარმატებული მაგალითების გაცნობა ახალგაზრდების გააქტიურებისთვის.
ღონისძიების დასკვნით ნაწილზე ხაშურის, გორის და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებს გადაეცათ დიპლომები.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის საქართველო მადლობას უხდის ყველა მოხალისე ახალგაზრდას, ასევე ტრენერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტნიორებს გვერდში დგომისთვის და ერთად მიღწეული წარმატებისთვის. 2020 წლიდან ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროექტს და იდეას განახორციელებს რეგიონებში ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace