25 აპრილს “კავკასიის ახალგაზრდულ კავშირსა” და “სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პროექტის “Creative Twinning – ACT” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, როგორებიცაა: Digital Storytelling, Walls of Connection, Concerts and Conferences.
Walls of Connection იგივე დამაკავშირებელი კედლების ძირითადი კონცეფცია საზოგადოებაში არსებული: სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა სახის ბარიერების მოშლას ემსახურება. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოხატვა, რომლის განხორციელებაშიც ჩაერთვებიან მოხალისეები ადგილობრივი რეგიონიდან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე მოიცავს Digital Storytelling-ის მიმართულებასაც, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩავატარეთ ვორქშოფი ქალაქ რუსთავში. ვორქშოფის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს კრეატიულ აქტივობებში, რაც მათ დაეხმარა შემოქმედებითი უნარების მობილიზებაში და ციფრული ისტორიების გადაღებაში. Digital Storytelling ჩვენი გრძელვადიანი პროექტის, Creative Twinning-ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, გაძლიერებას და საზოგადოებაში ჩართვის ხელშეწყობას. Digital Storytelling სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე და საინტერესო მიდგომა გახლავთ, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ისტორია და გამოცდილება გაუზიარონ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ყველას მთელი მსოფლიოს გარშემო, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და კომპიუტერზე.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ქვემო ქართლის რეგიონში მრავალი სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელება!