მენტალური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში

დამატების თარიღი: 04 February 2021 / 23:24

კიდევ ერთი online სამიტით გიბრუნდებით.
   14 თებერვალს, საღამოს 7 საათზე ვისაუბრებთ ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე პანდემიის პირობებში.
აქტივობის ფარგლებში განვიხილავთ თუ როგორი გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა გზებით არის შესაძლებელი, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი სამომავლო პროგნოზის ფონზე გავუმკლავდეთ გამოწვევებს და არსებული დრო საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად გამოვიყენოთ.
აქტივობა ხორციელდება „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ თანამშრომლობით, პროექტის „ACT” ფარგლებში.
მოცემული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს დამაკავშირებელი კედლები, რომლის კონცეფციაც გულისხმობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემატიკაზე გრაფიტი არტის დახატვას.
ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: მარნეულში, ხაშურში, გორში, სურამში, წითელსოფელში, ბაკურიანსა და თეთრიწყაროში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის პარალელურად მოწვეული ქართველი მხატვარი @David Kelber იმუშავებს პოსტერზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი განხილვის თემატიკასთან.
   აქტივობის დასასრულს დაინტერესებულ მონაწილეებს შემოგთავაზებთ ახალ გამოწვევას “ნაბიჯ-ნაბიჯ”, რომლის შესახებაც მალე უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გახდება ცნობილი!
რეგისტრაციისათვის გადადით მოცემულ ლინკზე: https://forms.gle/g2vqu4s8heEwpvvN8
აქტივობის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის
დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace