მსოფლიო დასუფთავების დღე ბოლნისში

დამატების თარიღი: 25 September 2022 / 13:44

18 სექტემბერს, ქალაქ ბოლნისში , მსოფლიო დასუფთავების დღე 2022-ის მაშტაბური ღონისძიება განვახორციელეთ.
ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბოლნისის ახალგაზრდული ცენტრის, სოკარისა და ჩვენი მოხალისეების ჩართულობით და მხარდაჭერით დავასუფთავეთ ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, რომლის შედეგად 300კგ-მდე ნარჩენი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დასუფთავების აქციით და გადავწყვიტეთ ყველა ჩვენს პარტნიორ მუნიციპალიტეტში მოგვეხატა კედლები გარემოსდაცვითი თემატიკით.
ჩვენს მიერ გალამაზებული კედლები ემსახურება საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკო-კულტურის ჩამოყალიბებას.
კედელზე მხატვრობის მთავარი შინაარსია – არ არსებობს პლანეტა B.
17-18 სექტემბრის მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში ოთხ მუნიციპალიტეტში (კასპი, ხაშური, მარნეული, ბოლნისი) მოიხატა ოთხი კედელი.
მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 300-ზე მეტი დასუფთავების აქტივობა ჩვენი ლიდერების, პარტნიორი ორგანიზაციების და ეკო მეგობრული აქტივისტების ჩართულობით.
📌Let’s Do It საქართველო მადლობას უხდის ყველა ლიდერს, ორგანიზაციას და თითოეულ მოხალისეს, ჩართულობისთვის.
ასევე მადლობას ვუხდით სოკარს მხარდაჭერისთვის.
მსოფლიო დასუფთავების დღე 2022 საქართველოში ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace