საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა “Balancing Happines 2.0”

დამატების თარიღი: 24 October 2019 / 16:33

2019 წლის 11 დან 19 სექტემბრის ჩათვლით ჩვენი ორგანიზაციის დელეგაციამ “Erasmus +”-ის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გაცვლით პროგრმაში “Balancing Happines 2.0”, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ბედნიერების კონცეფციის პოპულარიზაციას, მის სიღრმისეულ შესწავლას, იმ უნარებისა და მეთოდების გამომუშავებას, რომლითაც შესაძლებელია ჯანსაღი მენტალური და ფიზიკური გარემოს ჩამოყალიბება.

პროექტის მიმდინარეობისას 6 ქვეყნის 36 მონაწილეს, გერმანიიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ჩართულიყვნენ ისეთ ტრენინგ სესიებსა და შეხვედრებში, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქიკური და მენტალური ცნობიერების ამაღლებას, ფიზიკური დატვირთვისა თუ სიღრმისეული მსჯელობების ხარჯზე.

ქართველმა და ევროპელმა ახალგაზრდებმა, შეიძინეს 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, კრეატიულობა და თანამშრომლობის კულტურა, რომლებსაც შემდგომ ისინი გამოიყენებენ იმ ცოდნის დემონსტრაციისა და გაზიარებისას, რაც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით მიიღეს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace