3 წელი ერთად – თაკო ცაცკრიალაშვილი

დამატების თარიღი: 24 September 2020 / 14:48

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: მასტერფისამდე და მასტერფისის შემდეგ.
დაახლოებით 2015 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში.
ასე აღმოვჩნდი masterpeace-ში, თავდაპირველად როგორც მოხალისე, სურვილით, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ეკოლოგიურ საკითხებში, შემდგომ კი როგორც ორგანიზაციის თანამშრომელმა დამოუკიდებლად განვახორციელე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.
სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ორგანიზაცია გახდა ჩემი სახლი, სახლი რომელმაც მასწავლა ჩემთვის ღირებული საქმის კეთება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე.
მოკლედ, ჩვენი ორგანიზაციის აღწერა 1 წინადადებით რომ შემეძლოს, ვიტყოდი, რომ ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც არასდროს მოიწყენ, რადგან მუდმივი აქტივობა და მრავალფეროვანი საქმე არ მოგცემს ამის საშუალებას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace