სამუშაო შეხვედრა დანაშაულის პრევენციის ცენტრთან

დამატების თარიღი: 27 July 2018 / 19:27

2018 წლის 26 ივლისს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დანაშაული პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებთან, პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის“ ფარგლებში. შეხვედრისას მხარეებმა დასახეს სამოქმედო გეგმა და განიხილეს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის უშუალო ჩართულობით. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ღონისძიებების, სამოქალაქო აქტივიზმის და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კომპონენტებს. პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ მიზნებია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, ხაშურში, გორში და მარნეულში: 1) ახალგაზრდული აქტივიზმით და ჩართულობით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა. 2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მადლობას უხდიან დანაშაულის პრევენციის ცენტრს პროექტში ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace