სოციალური საწარმო „GMT craft”

დამატების თარიღი: 03 March 2021 / 21:10

სოციალური საწარმო GMT craft შეიქმნა 2020 წელს ააიპ კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პროექტის „დარჩი“-ს (2019წ.) გადამზადებით და კასპის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის დააფინანსებით (5000 ლარი). სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას : ჩანთებს (ტყავი, თექა, ნაჭერი); პოლიმერული თიხის ნაკეთობებს, აქსესუარებს, სუვენირებს. ჩამოთვლილ პროდუქციისთვის საერთო არის შექმნის ტექნიკა, ყველაფერი იქმენა ჩველი ხელით.
ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ნაკეთობების პრეზენტაცია პირველად შედგა 2019 წლის ოქტომბერს დიღმის ტყე პარკში „პარკფესტზე“. გამოფენისთვის დაფინანსება მივიღეთ კავკასიის ახალგაზრდული კავშირისგან.
საწყის ეტაპზე სოციალური საწარმოს შექმნის იდეას წარმოადგენდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა შეესწავლათ სხვადასხვა კრეატიული სუვენირებისა თუ აქსესუარები შექმნა. საწარმო განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვნებს შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს მიერ დაკისრებული დავალებების ნაწილი ჩვენს სოციალურ საწარმოში გაევლო, აღნიშნული ერთის მხრივ სასარგებლო იქნებოდა დაკისრებული ვალდებულების შესრულებისთვის, მეორეს მხრივ კი შესაძლებლობას მისცემდა საკუთარი უნარები ამ მიმართულებით განევითარებინათ. სამწუხაროდ, მსოფლიოში შექმნილი პანდემიის ფონზე საწარმოს უჭირს ფუნქციონირება. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სოციალურ მუშაკებთან რათა საწამოში გადმოამისმართონ მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვნები.
მეტი ინფო სოციალურ საწარმოზე იხილეთ აქ: https://www.facebook.com/GMTCraft

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace