ტრენინგების კურსი „Eqaulity Now”

დამატების თარიღი: 11 October 2019 / 14:41

2019 წლის 10 ოქტომბერს დასრულდა ტრენინგების კურსი „Eqaulity Now”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 26 ახალგაზრდა ლიდერი და მუშაკი. მონაწილეები შევარჩიეთ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
პროექტის მიზნებს წარმოადგენდა შემდეგი:
•აამაღლოს ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალგაზრდა მუშაკებში.
•აღჭურვოს ახალგაზრდა ლიდერები მეთოდოლოგიებით, რომელიც გაზრდის მათ პროფესიონალურ შესაძლებლობებს იმუშავონ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ სამომავლო პროექტებზე.
•გაზარდოს ინფორმირებულობის დონე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.
•დაეხმაროს ახალგაზრდებს გადააფასონ საკუთარი კულტურული და იდეოლოგიური მიდგომები ქალთა უფლებების თემატიკასთან დაკავშირებით.
•შეიცნონ ახალგაზრდა მუშაკების როლი დისკრიმინაციული, რადიკალური და ძალადობრივი ქცევების პრევენციაში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას, შეესწავლათ გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლის სპეციფიკა, გაეზიარებინათ საკუთარი ისტორიები და ესაუბრათ ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებზე გენდერული თანასწორობის ჭრილში.
პროექტის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებმა შეიმუშავეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია. მათ იმუშავეს საერთო საპროექტო იდეებზე, რომლის განხორციელებასაც, როგორც თავად მონაწილეები აცხადებენ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.
პროექტის მთავარ თემატიკას წარმოადგენდა: გენდერული თანასწორობა. ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდ დახმარებას გაუწევს მონაწილეებს მათ სამომავლო საქმიანობაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace