2017 წლის 3 დეკემბერს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით, ბაკურიანში დაიწყო ტრენინგ კურსები „გავაზიაროთ ამბები, ავაშენოთ ხიდები“ . პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მონაწილე ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამების გმაოყენებით შეასწავლოს საკუთარი ისტორიის, ან მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემა ვიდეორგოლის შექმნის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოწყვლადი გჯუფების გასაძლიერებლად და მათი პრობლემების გასაჯაროებლად.
პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს 26 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, დანიიდან და საქართველოდან.
პროექტის პირველი დღე დაეთმო მონაწილეების გაცნობას, თიმბილდინგს და შემეცნებით დავალებას ბაკურიანში, როლის მიზანი იყო მონაწილეების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაგება.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის დანიურ ინფორმალ ჯგუფს „აპპლაბ“-ს თანამშრომლობისთვის და განაგრძობთ მათთან სამომავლო პროექტებზე მუშაობას.