ტრენინგ კურსი და დისკუსია ხაშურში

დამატების თარიღი: 23 August 2019 / 16:35

23 აგვისტოს ქალაქ ხაშურის თეატრის დარბაზში, პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“-ის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები და დისკუსია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. პროექტს საერთო ჯამში 50 ახალგაზრდა დაესწრო.
ტრენინგის თემატიკა იყო შემდეგი:
• პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის გაცნობა და მიზნები;
• ნაადრევი ქორწინება;
• ოჯახური ძალადობა;
• ძალადობა და მისი გამომწვევი მიზეზები;
ტრენინგებს უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წევრები: ქეთი აბულაშვილი და მარიამ ურმაშვილი.
პროექტის მეორე ნაწილი დაეთმო ნაადრევ ქორწინებაზე, ბავშვთა უფლებებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და პოლიციისადმი დამოკიდებულებაზე დისკუსიას. აღნიშნულს შემოუერთდა ხაშურის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელი მაია წკრიალაშვილი. დისკუსია იყო ინტერაქციული და ახალგაზრდებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხების მიმართ, რომელიც უკავშირდება პოლიციას. ჩვენი გუნდი იმედს იტოვებს რომ სამომავლოდ ასეთი სახის შეხვედრები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის მიზანია:
1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა.
2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.
შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს და „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“-ის მოხალისეებს გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace