ქართულ-ირანული ინტერკულინარიული საღამო

დამატების თარიღი: 27 February 2016 / 17:22

2016 წლის 26 თებერვალს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კულინარიული საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები ნიგერიიდან, ერაყიდან, საქართველოდან, ირანიდან და ისრაელიდან. პრეზენტატორები იყვნენ სტუდენტები საქართველოდან და ირანიდან, რომელთაც დამსწრე აუდიტორიას თავიანთი ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, ისტორია გააცნეს . საქართველოში მცხოვრებმა უცხოელმა სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და მოინახულონ ულამაზესი ადგილები.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული და ირანული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.
ცენტრი მადლობას უხდის პრეზენტატორებს საინტერესო შეხვედრისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace