“ახალგაზრდა მშვიდობის ლიდერთა აკადემია” გურჯაანში

დამატების თარიღი: 28 April 2017 / 14:21

2017 წლის 27 აპრილს მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა, კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტმა გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგი “ახალგაზრდა მშვიდობის ლიდერთა აკადემია”  სკოლის მოსწავლეებისთვის. ტრენინგის მთავარი თემები იყო: მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის შემდგომი საზოგადოებების ტრანსფორმაცია და ინტერ-კულტურული ცნობიერების ამაღლება. ამ თემებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია, მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შრი-ლანკელი სტუდენტის პრეზენტაციას, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა თავისი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების შესახებ და პასუხი გასცა აუდიტორიაში დასმულ ყველა შეკითხვას. ორგანიზატორები მადლობას უხდიან გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace