ახალი სამხრეთ უელსის პარლამენტის საკანონმდებლო ასაბლეამ აღიარა სომხეთის, ასურეთის და ბერძნების გენოციდი

დამატების თარიღი: 13 May 2013 / 14:44

ახალი სამხრეთ უელსის პარლამენტის საკანონმდებლო ასაბლეამ (ქვედა პალატამ), ოთხშაბათს,  ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის, ასურეთისა და ბერძნების გენოციდის  არღიარებაზე.  ეს მზგავსია ანალოგიური პროცესისა, რომელიც მიიიღო სამხრეთ უელსის პარლამენტის საკანონმდებლო საბჭოს ზედა პალატამ გასულ კვირას.

ავსტრალიის, სომხეთის ნაციონალური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჩე კარამანიანმა აღნიშნა : დღეს არის ისტორიული დღე ახალი სამხრეთ უელისთვის,  კიდევ ერთხელ ის იდგა როგორც ნათელი შუქურა, რომელიც უზრუნველყოფს რომ სომხეთის,  ასურეთის  და საბერძნეთის ისტორიული რეალობა,  რომელიც ეხება გენოციდს არასოდეს იყოს დავიწყებული.

ჩვენ მადლიერები ვართ ახალი სამხრეთ უელსის პარლამენტის, განსაკუთრებით  პატივცემული  ბარი ო ფარელი მპ (Barry O’Farrell MP) -ს,  ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის, რომელმაც შუამდგომლობა გაუწია ყველა წევრს, რათა მდგარიყვნენ სიმართლის მხარეს ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას.

შეთანხმება მიღებულ იქნა ერთობლივი მუშაობით  ავსტრალიის სომხეთის კომიტეტის,  ასურეთის საყოველთაო ალიანსისა და ავსტრალიის ბერძნული საბჭოს მიერ.

ახალი სამხრეთ უელსი არის ავსტრალიის ყველაზე დიდი შტატი და პირველი, რომელმაც აღიარა სომხების გენოციდი 1997 წელს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace